27 გზა ქალის გასაღიმებლად :D

•აპრილი 24, 2008 • დატოვეთ კომენტარი

ეხლა წავაწყდი ესეთ უცნაურ სტატიას: როგორ გავაღიმოთ ქალი…

ხოდა ვიფიქრე საინტერესოა თქო და ….

=))))

1.უთხარით მას რომ ის ყველაზე ლამაზია.
2.როგორც კი მოახერხებთ მოკიდეთ ხელი ხელზე,თუნდაც წამიერად.
3.აკოცეთ კისერზე,ან ყელზე.
4.დაუტოვეთ ხმოვანი შეტყობინება ალერსიანი ხმით.
5.ყოველთვის უთხარით რომ გიყვართ.
6.როცა ის გაბრაზებულია,მოიმწყვდიეთ მკლავებში და აუხსენით რა ბევრს ნიშნავს იგი თქვენთვის.
7.პატარა დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება და ეს მას უთხარით.
8.უმღერეთ მას,რა საშინელი ხმაც არ უნდა გქონდეს.
9.უთხარით რომ მას ყველა ქალზე წინ აყენებთ.
10.დაუწერეთ ნიშნები კოცნაში.(აზარტულია)
11.გააცანით ის თქვენს ოჯახს და მეგობრებს,როგორც შეყვარებული.
12.ეთამაშეთ მის თმას.
13.აიყვანეთ და დაატრიალეთ.
14.დაჯექით პარკში მასთან ერთად და დაელაპარაკეთ თუნდაც სისულელეზე.
15.მოუყევით თუნდაც სულელური ანეკდოტები.
16.ესროლეთ მის ფანჯარას შუაღამისას კენჭები და თუ გამოიხედება უთხარით რომ გენატრებათ.
17.ეცადეთ დაიძინოს თქვენს მკლავებში.
18.ამოჭერით თქვენი სახელები ხეზე.
19.თუ ის თქვენზე გაცეცხლებულია,აკოცეთ მას.
20.შეისვით ზურგზე და ირბინეთ.(არ ვხუმრობ,ეს მათ ძალიან მოსწონთ.)
21.აჩუქეთ ყვავილები ისე,უბრალოდ.
22.ისე მოექეცით მეგობრებთან,როგორც მარტო ყოფნისას ექცევით.
23.შეხედეთ თვალებში და გაიღიმეთ.
24.თუ თქვენი გადაღება უნდა,გადააღებინეთ იმდენი სურათი,რამდენიც გინდათ.
25.ეცეკვეთ ნელა მას,მაშინაც კი როცა მუსიკა არაა.
26.აკოცეთ მას წვიმაში.
27.გიყვართ?!უთხარით!

მთვარე

•აპრილი 24, 2008 • დატოვეთ კომენტარი

ისევ დაღამდა, ეს დღეც გავიდა უქმად,

მთვარე ამოდის და იწვერება ჩუმად !…

მას ეშინია არ გაეღვიძოს გუშაგს

ის თამამდება და იწყებს კაშკაშს ლურჯად

ის გზას უნათებს, უამრავ სიყვარულს ძმურად,

და ახლოს მიაქვს ეს ყველაფერი გულთან.

დრო გავა, ჩვენ ამას ვივიწყებთ უცბაც,

ის დაღონდება, ჩაიწვერება ჩუმად….

ამ ლექსის ავტორი ვარ მე …

მარკესის 13 ფრაზა….

•აპრილი 24, 2008 • დატოვეთ კომენტარი

მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ რომ შენ ხარ,   არამედ ვინ ვარ მე, როცა შენს გვერდით ვარ.

არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ.

მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს, იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ.

ნამდვილი მეგობარი ის არის , რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.

ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გბერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასდროს იქნება შენი.

არასდროს მოიშორო სახეზე ღიმილი მაშინაც კი, როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ, ვიღაცას   შეიძლება შენი ღიმილი უყვარდეს.

შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.

არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ეთად ატაროს.

შეიძლიბა ღმერთს სურს, რომ ხვდებოდეთ ყვარგის ადმიანებს მანამ, სანამ შეხვდები იმ   ერთადერთს… იმიტომ,   რომ როცა ეს მოხდება ჩვენ მდლიერნი ვიყოთ.

ნუ ტირი იმიტომ რო, ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ რო, ეს იყო.

ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ვინც   ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ   უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.

გახდი უკეთესი და შენვე მხვდი თუ ვინ ხარ, სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით, რომ შენ ის გაგიგებს, შეგიცნობს……

ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.

ეს და ის

•აპრილი 24, 2008 • დატოვეთ კომენტარი

es da is

სამოსის ჩუმი შრიალით ჩაიქროლეს გონების ხვეულებში მუზებმა. ნეტავ რამე თუ დამიტოვეს?.. სიო ისე ნაზად უბერავს, და მაინც, მე სულ სხვა რამის თქმა მსურდა…
…ქუჩაში მიდიოდა ე ს დინჯად, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. მიაბიჯებდა… ირგვლივ არფერს აქცევდა ყურადღებას…შეაღო კარი და შევიდა. დაჯდა თავის საყვარელ კუთხეში-ფანჯარასთან, პიანინოს გვერდით და საყვარელი ანანასის წვენი მოითხოვა. შემდეგ, წესისამებრ წიგნი გადაშალა და კითხვას შეუდგა. შიგადაშიგ საათს დახედავდა. წვენს მიირთმევდა. მალე წიგნი დახურა და მიმტანს რაღაც უთხრა,- ახლა დესერტი მიართვეს.
უცნაური, მშვიდი დღე იყო. სხვა დღეთაგან განსხვავებით ნაკლები ზუზუნი ისმოდა.
კარი გააღო და შევიდა ი ს … შევიდა და ისე რომ პიანინოს კუთხისკენ არც გაუხედავს, საპირისპირო მაგიდასთან მივიდა, მანდილოსანს მიესალმა და ჩამოჯდა.
ამასობაში ე ს დესერტს მიირთმევდა და კვლავ დახედა საათს. ი ს – არ შეუმჩნევია.
კარი კვლავ შეაღეს… შევიდა და პიანინოს გვერდით მდგომ მაგიდას მიუახლოვდა. როგორც ჩანს მოუბოდიშა… შემდეგ, ღიმილი, ხელში ხელი, ალერსიანი კოცნა და…
…ბევრი ისაუბრეს ა მ და ი მ მაგიდასთანაც, მაგრამ სალაპარაკო, საბოლოო ჯამში, ამოიწურა და წმოდგნენ. კარებთან შეხვდნენ ერთმანეთს. ა მ ა ნ ა ც და ი მ ა ნ ა ც თავები დახარეს. ჩუმად ჩაეღიმათ. ალბათ რაღაც მოაგონდათ, გაახსენდათ. მოკრძალებული სალამიც ითქვა…შემდეგ გაიყარნენ: ე ს ე ნ ი აღმა აუყვნენ ქუჩას, ი ს ი ნ ი – დაღმა. მეწყვილეებმა არაფერი იცოდნენ, თუმცა გრძნობდნენ- არ უნდა ეკითხათ…
ცხოვრებაში სხვები…
ალბათ ორივემ დღე წარსულზე ფიქრში გაატარა, ლამაზ ფიქრში და მათ არ იცოდნენ, რომ მე, იქვე, იასამნის ბაღში ვიჯექი, ყველაფერი დავინახე და მივხვდი ვინ იყო ე ს და ვინ იყო ი ს …

ბოლო წერილი

•აპრილი 24, 2008 • დატოვეთ კომენტარი


- ნათი, ნათი, როგორ ხარ?
- კარგად, მარი, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად, რას შვები ემზადები ხვალისთვის?
- აბა რა, იცი, როგორ მიხარია?!
- მეც ძალიან მიხარია, ნათი, იცი, გუშინ ახალი კაბა ვიყიდე, ხვალ ვიცვამ. შენ რა ქენი?
- მე ის ვიყიდე, იმ დღეს რომ მომეწონა.
- ჰოო, ხვალ დილით გამოსვლამდე დაგირეკავ და ერთად ავიდეთ სკოლაში…

* * *

- სერგი, ჰა, როგორ ხარ?!
- რავი, ბიჭო, ცოტა არ იყოს ვღელავ . .….
- რა იყო, რა არის სანერვიულო?!
- რა ვიცი, მაინც ახალია, მაინც სხვა ხალხი იქნება, სხვა მასწავლებლები . .….
- მერე რა, ბიჭო, იცი რა კლასი მყავს?! გაგიჟდები . .…. მაგარი კლასელები მყავს, ყველას ხვალვე გაგაცნობ, შენ თვითონ ნახავ როგორია და ვიცი რომ ძალიან მოგეწონება ჩემი კლასელები და ხვალიდან შენიც . .….
- გიო, ხვალ მოდი რა, გამომიარე და ერთად წავიდეთ . .….

Continue reading ‘ბოლო წერილი’

Hello world!

•აპრილი 24, 2008 • 1 კომენტარი

ხოოო….

გამარჯობათ ! :) აი ამ წამიდან ვიწყებ ნიტო ბლოგერობას, ნიტო რაღაც საიტის წარმოებას, კაროჩე რაღაცას ვიწყებ, მართალია მეც არ ვიცი რას მარა მთავარია რო ვიწყებ :)

მგონი ბევრი საინტერესო რამე უნდა განთავსდეს ამ საიტზე და ბევრს უნდამოეწონოს. ვნახოთ რა იქნება. ეხლა ბევრი რო აღარ ვილაპარაკო დავიწყე და  ვნახოთ რა გამოვააააა :)

Continue reading ‘Hello world!’